Friday, November 18, 2011

პიტერ ბრუკი გიორგი გურჯიევზე //ცხოვრების ძაფები

პიტერ ბრუკი გიორგი გურჯიევზე //ცხოვრების ძაფები

ეძღვნება ნატაშას     

ეს იყო დრო სავსე ბედნიერი დამთხვევევბით. იმ წლებში მოვლენები თითქოსდა შემთხვევით ხდებოდა, მაგრამ ყოველ მათგანს გააჩნდა საოცარი მნიშვნელობა. ჩემი ცხოვრება მაგონებდა კინოხელოვნების კარგად აწყობილ სიუჟეტს,  და ყოველი მისი ახალი ცვლილება მახარებდა, დარწმუნებული (სახიფათო დარწმუნება!), რომ როგორც არ უნდა ყოფილიყო ამწუთიერი წინააღმდეგობა, ვიღაც უხილავი საშუალებას მოძებნის მის დასაძლევად/გადასალახავად.

 

ნატაშასთან*[1] შეხვედრებსა  და ჩვენს ქორწინებას შორის პერიოდებში, ვცხოვრობდი ქალთან სახელად ჯინი. ურთიერთობები ვერ გვილაგდებოდა და მივექანებოდით სევდიანი დასასრულისკენ. მისი გამოსწორების მცდელობაში, გავემგზავრეთ პარიზში, მაგრამ მთელი გზა ვჩხუბობდით. იმედით, რომ როგორმე შევრიგდებოდით, ჩავსხედით ღამის მატარებელში და ფლორენციაში წავედით. გზაში ვნებები კიდევ უფრო გამწვავდა, და როდესაც მატარებლიდან ჩამოვედით, ურთიერთობები გახლეჩვის ზღვარზე მივიდა. არც მან, და არც მე ქალაქი არ ვიცოდით და ერთმანეთის გვერდიგვერდით მივდიოდით დაძაბულ სიჩუმეში, მანამ არ დავტოვეთ სადგური და არ აღმოვჩნდით ქუჩაში. მივედით რა გზაჯვარედინზე მე მარჯვნივ გავუხვიე, არ მქონდა რა სურვილი რომ შემოვბრუნებულიყავი და შემემოწმებინა, მოდის თუ არა ჩემი თანამგზავრი კვალდაკვალ. მხოლოდ რამოდენიმე წუთის შემდეგ შემოვბრუნდი. ის არ იყო, და უცბად განვიცადე სრული აღფრთოვანება თავისუფლებისგან და სიმსუბუქის გრძნობისგან. მყარად გადავწყვიტე მას არ შევხვედროდი. გავუყევი ვიწრო ქუჩებს, მანამ სანამ ქალაქის გარეუბანში არ დავინახე პატარა სასტუმრო. უკვე საღამოსკენ ლიფტის ღილაკს დავაჭირე. ძველი ხის კაბინა აჭრიალდა. კარი გარედან გავაღე, ჯინმა - შიგნიდან.  მეჩვენებოდა, ბედი გვაღიზიანებდა შერიგებით, მაგრამ ჩვენ ორივე აღმოვჩნდით ცივი და უტყვი. თუმცა ცხოვრებას სხვა გეგმები ჰქონდა, და ისევ დამთხვევევბის წყალობით არ ვკარგავდი ჯინას მხედველობიდან. ერთხელ, მრავალი თვის შემდეგ. უცბად მისი ტელეფონის ნომერი ავკრიფე და მასთან ბინაზე მივედი. ბუხარზე გაზეთის ამონაჭერი იდო. ჯინასთან საუბრის დროს უმიზნოდ ვუცქერდი გაზეთის ამ ნაგლეჯს, მანამ არ მივხვდი, რომ ჩემს წინ იყო - რეცენზია წიგნზე, რაც ნანახი მქონდა მეგობრების ვაკევიჩების ბინაზე. „სასწაულის ძიებაში“[2] - ასე იწოდებოდა ის. მისი ავტორი რუსი ფილოსოფოსი უსპენსკი[3] გვიყვებოდა უძველეს სწავლებაზე იმ ადამიანის პირით, რომელსაც ის მხოლოდ პირველი ასო „გ“-თი იხსენიებდა. წიგნის კითხვისას დიდი ხანი ვცდილობდი ამომეხსნა, ვინ იმალებოდა ამ ასოს მიღმა, და აი ახლა ჯინამ ამიხსნა, რომ ავტორი გულისხმობდა გურჯიევს. მან აქვე დაამატა: „წიგნი - ერთია, სწავლება კი სრულიად სხვა რამ“.

- რა გაქვს მხედველობაში? - ვკითხე

-ლონდონში არის ადამიანი, რომლისგანაც გავრცელდა ეს სწავლება, მიპასუხა მან.

-რატომ არასდროს არ გითქვამს ჩემთვის ამის შესახებ?

-ეს არაა საუბრის საგანი, რადგანაც პირადად მე მეხება, მაგრამ თუ გინდა გაგაცნობ ამ ადამიანს.

არის ძველი ტრადიცია - ყოველ საღამოს მანამ სანამ დაწვები დასაძინებლად, მადლობა გადაუხადო ადამიანს, ვინც გაგაცნო შენი მასწავლებელი. ვერ ვიტყვი რომ წმინდად ვასრულებდი ამ ცნებას, მაგრამ ახლა, როდესაც ამ სტრიქონებს ვწერ, აღვსილი ვარ მადლიერების გრძნობით. რამოდენიმე დღის შემდეგ, საღამოს ჰამილტონ-ტერასის მწვანე ქუჩაზე ძველი ლონდონის სახლის კარიბჭეში შევედი. გარე კარის დაბურულ მინაზე შეინიშნებოდა მომლოდინე ადამიანის ფიგურა. ამ სილუეტმა გაამძაფრა ჩემი წარმოსახვა, აღაგზნო ინტერესი საიდუმლოებებისადმი და იმავდროულად ჩასახა ეჭვი. ჩემი არსების ერთი ნაწილი შემთხვევას ელოდა, რომ მასხარად აეგდო ეს ყოველივე, მეორე პირიქით მზად იყო ყველაფერი მიეღო.

ერთი წუთის შემდეგ მთელი უცნაურობა გაქრა, რამდენადაც ფიგურა კარს მიღმა აღმოჩნდა ჩვეულებრივი ადამიანი, ვინც სტუმრებს ღებულობდა. შემდგომ დეტალებს არა აქვს მნიშვნელობა. ოთახში შევედით, სადაც ადამიანები ისხდნენ. მაგრამ არც ესაა მნიშვნელოვანი. ყველაფერი  იყო ჩვეულებრივი, უნიკალური კი იყო შეხვედრის ხარისხი. მოვისმინე სიტყვები, რაშიც ეგრევე  შევიგრძენი სიმართლე, სიტყვები, რომელთა გაგებაც შესაძლებელია მხოლოდ პირდაპირი ურთიერთობით. წიგნები და თეორიები აქ უძლურია. ეს სიტყვები ამბობდნენ იმაზე, რომ არაფრის მიღება არ შეიძება პასიურად, ყველაფერში უნდა დაეჭვდე და შეამოწმო, რამეთუ სიმართლე იძენს აზრს და დამაჯერებლობას, თუკი მან გაიარა გამოცდა საკუთარი პირადი გამოცდილებით.

ჩემში იზრდებოდა პროტესტის გრძნობა, მაგრამ ყველაფერი ხდებოდა უბრალოდ, რაიმე შამანიზმის გარეშე, და ეს სძენდა დამაჯერებლობას. მე მთხოვეს მემუშავა ჩვეულებრივ ადამიანებთან, არ იყო ფანტაზიის არანაირი აღმაფრენა, არანაირი რომანტიკული შარავანდი - და იძულებული ვიყავი მეღიარებინა, მართალია არა სირთულის გარეშე, საკუთარი სრული უფერულობა.

მასწავლებელს ერქვა ჯეინ ჰიპი[4]. ის იყო მომცრო ტანის ამერიკელი, მამაკაცის კოსტიუმში. მოკლედ შეკრეწილი ჭაღარა თმით. გერტრუდა შტაინის და ჯეიმს ჯოისის დროს ის ბრწყინავდა პარიზის ლიტერატურულ წრეებში. იქვე გაიცნო მან გურჯიევი[5] და მიხვდა: ყველაფერი, რასაც ის აკეთებდა და ავსებდა მის ცხოვრებას, იყო ძიება, გარკვეული მიმართულების გარეშე. ღრმად სულში გრძნობდა გაგების სხვა ხარისხის აუცილებლობას, რაც საშუალებას მისცემდა გაეხსნა საკუთარ თავში სხვადასხვა ნიჭი, დაემყარებინა უფრო მჭიდრო კავშირი გარე სამყაროსთან და ამით მოეპოვებინა თავისი არსებობისთვის სხვა აზრი. „ჩვენ გვარტყამს მთელი მსოფლიო, ხოლო ჩვენს შიგნით სამყაროა“, ხშირად ამბობდა იგი. გიორგი ივანეს ძე გურჯიევში მან იპოვა ის მეგზური, ვინც მას დაეხმარა შეეღწია ამ საიდუმლო სივრცეში. ის იყო რბილი, და მრისხანე და ლმობიერი ერთდროულად. დასაწყისისთვის იღებდა რა ყოველთვის ძალიან უბრალო საკითხს, იგი ხსნიდა გაგებისთვის უზარმაზარ პრინციპებს, აკავშირებდა რა ყოველდღიურ ცხოვრების უმცირეს დეტალებს ადამიანის არსებობის განმაპირობებელ კანონებთან და ძალებთან. ის საუბრობდა შუა დასავლეთის დიალექტზე (აშშ-ს კულტურული და ისტორიული რაიონი ოჰაიოს შტატიდან აიოვამდე), ხშირად იყენებდა სლენგს, შექონდა რა მიწიერი, გამართული აზრი ყველაფერში, მსგავსი პინკ-პონკის ბურთის დარტყმისა ბადესთან. მის სამადლოდ დავიწყე გაცნობიერება, რომ ტრადიცია - არა მხოლოდ სტერილური ძველმოდურობაა, რაც მე ასე მძულს თეატრში. დავიწყე აღმოასავლური სიბრძნის გაგება, რაც მავალებს დავიცვა ცოდნა, როგორც ძვირფასი ქვა, დავფარო მისი წყაროები, განვათავსო წინაღობები მისი შემჩნევისკენ მიმავალ გზებზე, ვაიძულო მძებნელი შეაფასოს ის და იყოს მზად გადაიხადოს მისთვის სრული ფასი. მან მაჩვენა, თუ როგორ ამსხვრევს სწრაფად ყოველი რელიგია თავისი წყაროების სიწმინდეს, წარმოადგენს რა მზამზარეულად, იმას რაც უნდა მოიპოვებოდეს ყოველდღიური უმძიმესი შრომით.

არსებობს მრავალი წიგნი, რაც ამ სწავლების არსის/აზრის შესახებ მოგვითხრობს და მე ვერაფერს ვერ დავუმატებ იმას, რაც ადამიანმა თავად უნდა განიცადოს.  იმ პირველი შეხვედრიდან მივხვდი, რომ ის შეიცავს უმნიშვნელოვანეს ჭეშმარიტებას, და ორმოცი წლის შემდეგაც იგივეს ვფიქრობ. სკოლა დაფუძნებული ეზოთერულ იდეებზე განსხვავდება ჩვეულებრივისგან. იქ არ გადადიან კლასიდან კლასში. ეს არაა კლინიკა, რადგანაც აქ არასდროს არ კურნავენ. დასაწყისში გვეჩვენება, რომ ნამდვილი რეალობა ძალიან შორსაა, კოსმოსში. და მხოლოდ თანდათანობით, უზარმაზარი ძალადობის/ძალისხმევის გზით და საკუთარი აღმოჩენებით აცნობიერებ, თუ სად ძევს იგი სინამდვილეში.

„რა არის ყველაზე დიდი წინააღმდეგობა/წინაღობა ჩემს გზაზე ჭეშმარიტი გაგებისთვის?“ - ვკითხე ჯეინს რამოდენიმე კვირის გაკვეთილების/მეცადინეობების შემდეგ. მან დაუფიქრებლად მიპასუხა: „პიტერი“.

Peter Brook. Threads of Time, A Memoir, Methew Drama, 1998

გვერდები: 106-109                                                                           


[1] ნატაშა პარი, პიტერ ბრუკის მეუღლე, ცნობილი მსახიობი, დღესდღეისობით ფსევდონიმით სუფი

[2] In Search of the Miraculous

[3] პეტრე უსპენსკი, გურჯიევის ერთერთი თვალსაჩინო მოსწავლე, მეოთხე გზის ავტორი

[4] ჯეინ ჰიპი (1887-1964) დაიბადა 1887 წელს აშშ-ში ქალაქ ტოპეკში, კანზასის შტატი. სკოლის დასრულბის შემდეგ გადავიდა ჩიკაგოში, სადაც სწავლობდა ჩიკაგოს სამხატვრო ინსტიტუტში, შემდეგ კი ფერწერას ასწავლიდა ლიუისის ინსტიტუტში. 1912 წელს გახდა ჩიკაგოს  მორის ბრაუნის მცირე თეატრის ერთერთი დამაარსებელი, ავანგარდული თეატრალური დასის, რომელიც ახორციელებდა ჩეხოვის, იბსენის და სტრინდბერგის პიესებს, ასევე თანამედროვე ავტორების ნაწარმოებებს. 1916 წელს იგი ხვდება მარგარეტ ანდერსონს და მასთან ერთად იწყებს ლიტერატურული ჟურნალის „ლიტლ რევიუს“ გამოცემას. პირველ ხანებში ჟურნალი გამოდიოდა ჩიკაგოში, ხოლო 1917 წლიდან ნიუ-იორკში. ჯეინ ჰიპის სამუშაო ჟურნალში თითქოსდა შეუმჩნევლად გამოიყურებოდა, ის თავის მასალებს უბრალოდ აწერდა ხელს როგორც „ჯ. ჰ.“ ამიტომაც მას მოიხსენიებდნენ „ერთერთ ყველაზე დაუმსახურებლად მივიწყებულ წარმომადგენელს მოდერნიზმის პოპულარიზაციისთვის ამერიკასა და ევროპას შორის მეოცე საუკუნის დასაწყისში“.  მიუხედავად ამისა იგი გამოხატავდა ჟურნალის შემოქმედებით და მამოძრავებელ ძალას და ის მართლაც ასრულებდა განსაკუთრებულად მნიშვნელოვან როლს ლიტერატურაში მოდერნიზმის დასაწინაურებლად.

ჟურნალმა გამოაქვეყნა გამოჩენილი ამერიკელი, ინგლისელი და ირლანდიელი მწერლების მრავალი ნაწარმოები, ისეთების როგორებიც იყვნენ: ეზრა პაუნდი, ტ.ს. ელიოტი, ჰარტ კრეინი, ერნესტ ჰემინგუეი, უილიამ ბატლეტ იეტსი, ანდრე ბრეტონი, ჟან კოკტო, კარპ სანდბურგი, გერტრუდა სტაინი, უოლლას სტივენსი და ჯეიმს ჯოისი. სწორედ „ლიტლ რევიუმ“ პირველად აჩუქა მკითხველს 1920 წელს ჯოისის „ულისეს“ რომანის ზოგიერთი თავები, რაც ეზრა პაუნდის რეკომენდაციით მოხდა. მას შემდეგ, რაც ანდერსონმა დატოვა თავისი თანამდებობა 1920 წელს ჯეინ ჰიპი გახდა მისი მთავარი რედაქტორი და წარმატებით გააცნო მკითხველს სიურეალისტების და დადაისტების პოეზია.

პირველად გურჯიევის შესახებ ჰიპმა ორაჟისგან მოისმინა  და 1924 წელს ნიუ-იორკში თავის აპარტამენტებში გრინვიჩ ვილანდჯში ორგანიზება გაუწია გურჯიევის ჯგუფის მონაწილეთა მეცადინეობებს, სადაც პირადად  შეხვდა კიდევაც  გურჯიევს.                                                                                                                                                                   1925 წელს ის მიემგზავრება პარიზში და ხდება გურჯიევის მოსწავლე მისივე „ადამიანის ჰარმონიული განვითარების ინსტიტუტში“. ანდერსონი პარიზში წავიდა 1924 წელს და ისინი აგრძელებდნენ „ლიტლ რევიუს“ გამოცემას 1929 წლამდე, როდესაც მიღებულ იქნა გადაწყვეტილება ჟურნალის დახურვის შესახებ. დაახლოებით ამ დროისთვის ჯეინ ჰიპი გახდა ანდერსონის ორო ძმისშვილის დედინაცვალი, მას შემდეგ რაც მის დას დაემართა ნერვული აშლილობა. 1925 წელს ჯეინმა შექმნა თავისი ჯგუფი, რაც მიმართული იყო გურჯიევის სულიერი მემკვიდრეობის შესწავლაზე, რომელშიც შევიდნენ კეტრინ ჰალმი და სოლიტა სოლანო. მოგვიანებით ჯგუფი გარდაიქმნა ქალთა გაერთიანება „თოკად“, რომელიც ცოდნას იღებდა ჰიპისგან და გურჯიევისგან. 1925 წელს გურჯიევმა ჯეინს შესთავაზა ლონდონში გადასვლა და იქ საკუთარი მოსწავლეების ჯგუფის შექმნა. ჯეინ ჰიპმა თავისი ცხოვრების ბოლო პერიოდი ლონდონში გაატარა. მისი ჯგუფი ძალიან პოპულარული გახდა ლონდონში ავანგარდის თაყვანისმცემლებისთვის, რომელთა შორის მოხვდა პიტერ ბრუკიც, რომელიც მოგვიანებით თეატრის და კინოს მსოფლიოში ცნობილ რეჟისორად ჩამოყალიბდაჰიპი თავის იდეებს აცნობდა მკითველებს არა მხოლოდ „ლიტლ რევიუს“ ფურცლებიდან.  გამოსცეს კრებული, რაც  აერთიანებდა მის და გურჯიევის აფორიზმებს, ასევე ზოგიერთ ნარკვევებს, რაც გამოხატავდა მის მიდგომებს გურჯიევის იდეებისადმი, კრებული გამოაქვეყნეს ჯეინის ყოფილმა მოსწავლეებმა. 1964 წელს ჰიპი გარდაიცვალა დიაბეტისგან.                                                                                                                                                                                                                                                            

[5] ეს ფაქტი დაზუსტებულია თავად ჯეინ ჰიპის კომენტარში