Wednesday, July 3, 2024

სიმართლის შიმშილი

 

სიმართლის შიმშილი

სამეფო უბნის თეატრში დათა თავაძის ახალი სპექტაკლის ნახვის შემდეგ


სიმართლის მოსმენა სცენიდან ძნელია!

სიმართლის მოსმენა სცენიდან მტკივნეულია!

სიმართლის მოსმენა სცენიდან აუტანელია!

სიმართლის მოსმენა სცენიდან საშიშია!

სიმართლის მოსმენა სცენიდან აუცილებელია!

თუ არა ეს აუცილებლობა, როგორ მოხდება მაყურებლის კათარზისი

რა ხდება როცა სხვადასხვა თაობებს აღარ ესმით ერთმანეთის

არცერთს აღარ შეუძლია ერთმანეთის ატანა

წარსული ებრძვის მომავალს, მაგრამ არ ახსოვს, რომ წარსული ყოველთვის მარცხდება.

შოუმენები, ფესვდო წარმატებული და ძალაუფლების მპყრობელნი თუ ძალაუფლებასთან შეთამაშებული მოქალაქეები, ჟურნალისტებიც და სამართალდამცავებიც იოლად და სწრაფად ივიწყებენ სისტემის მიერ განწირულ ადამიანებს

უსამართლობაზე აუტანელი და მიუღებელი არაფერია

უდანაშაულო ადამიანების დასჯა...

რელიგიას ამოფარებული ადამიანების უშიშრომა ყოველწუთში ფუნდამენტური ათივე მცნების დარღვევა იწვევს ფარისევლობის ზეიმს, ტყუილში ცხოვრებას.

წაგებულმა და დამარცხებულმა, შერცხვენილმა და კონფორმიზმში ჩაფლულმა თეატრმა /და ხელოვნებამ/ უნდა გაიმარჯვოს.

ვიღაცამ უნდა გაბედოს სიმართლეზე საუბარი...

სიმართლის მოსმენა სცენიდან ძნელია!

სიმართლის მოსმენა სცენიდან მტკივნეულია!

სიმართლის მოსმენა სცენიდან აუტანელია!

სიმართლის მოსმენა სცენიდან საშიშია!

სიმართლის მოსმენა სცენიდან აუცილებელია!

 

ლევან ხეთაგური

3 ივლისი, 2024