კულტურის პოლიტიკა
და კვლავ პოლიტიკა
(ძალიან მოკლე რეპლიკა)
საქართველოში ყველა თემა მოდურობის ფარგლებს ვერ ცდება,
სამწუხაროდ ძალიან იოლად სცილდება შემეცნების და განათლების გზას - რადგანაც რაიმეს
შესწავლა თითქმის არავის არ უნდა - თანამედროვე სპეციალისტ-ჟურნალისტის სტერეოტიპი
ყოვლისმცოდნეობაა, რისი შედეგიცაა არსებული მრავალი პრობლემა.
დღეს ყველა კულტურის პოლიტიკაზე საუბრობს მაგრამ რამდენი
დაინტერესებულა გაერკვია თუ რაზე საუბრობენ? - დეფინიცია თითქოსდა ცხადზე ცხადია -
კულტურის პოლიტიკა, და ყველა აგრძელებს თავისი გაგებით პოლიტიკაზე საუბარს კულტურაზე.
კულტურის პოლიტიკის სწავლება ევროპულ უნივერსიტეტებში
ბოლო დეკადის საქმეა და ჩემს მიერ ეს კურსი 2007 წლიდან დაინერგა საქართველოში, თუმცა
ჯერ კიდევ საცდელ მდგომარეობაშია და ლიტერატურაც ქართულ ენაზე ძალიან მოკრძალებულად
გვაქვს, მაგრამ...
ცხადია რომ ისევე როგორც კულტურის მართვა, კულტურის
პოლიტიკაც გამოყენებითი მეცნიერებების ფარგლებში მოიაზრება და მიუხედავად მასთან მიმართებაში
დებატების აუცილებლობისა იგი კვლევას და ცოდნას უნდა ემყარებოდეს.
თუკი დღევანდელი კულტურის მინისტრი ან მისი გუნდი ჩთვლის
რომ კულტურის პოლიტიკა, კვლავ სამინისტროს მხრიდან კულტრურული პროექტების კეთებაა,
ან იმის აღნიშვნა ვინ უკეთესი ხელოვანია და ვინ არა - დიდი შეცდომა იქნება, რადგანაც
კულტურის მინისტრობა, ანუ კულტურის პოლიტიკის დაწერილი დოკუმენტის კოლექტიური ავტორობის
ხელმძღვანელობაა და არა მენეჯერობის თამაშია, ქვეყანაში კულტურის სფეროში მოღვაწე ადამნიანებისთვის
საქმიანობის თავისუფალი, გამჭვირვალე, სამართლიანი და პროფესოიული გარემოს შექმნაა,
აუცილებელი დაფიანასებისთვის პროფესიული სტრუქტურების შექმნა, რომელიც ჩამოსცილდება
კულტურის სამინისტროს და დამოუკიდებლად იფუნქციონირებს, ხოლო სამინისტრო განსაღვრავს
პოლიტიკას და უზრუნველყოფს ბრძოლას თანხების ლობირებისთვის მთავრობისაგან.
რეალური საწყისი საფეხური შესაძლებელია გახდეს - ნაციონალური დებატები კულტურის პოლიტიკაზე და
კულტურის შემდგომ განვითარებაზე, რაც ასევე გახლდათ ერთერთი რეკომენდაცია ევროკავშირის
აღმოსავლეთ თანამშრომლობის კულტურის პროგრამის მრჩეველთა საბჭოს მიერ 2012 წელს.
ლევან ხეთგური
No comments:
Post a Comment