ქართული თეატრი
/ქაოტური
ესე/
კულტურის ცნობილმა ანალიტიკოსმა დრაგან კლაიჩმა – ამას წინათ
(იგულისხმება 2004 წელი) ჩვენს უნივერსიტეტში (თეატრის და კინოს უნივერსიტეტი) საჯარო
ლექციის
დროს
განაცხადა
– რობერტ სტურუა უკვე კულტურული მემკვიდრეობა არისო.
როგორ გრძნობს თავს – პოსტ დრამატული თეატრის
ეპოქაში
(ხაზს ვუსვამ ეპოქას და არა მხოლოდ ფორმას) – მცირე
ენობრივი
ჯგუფის
თეატრი?
სწორედ მისთვისაა
ყველაზე
მძიმე აღსაქმელი
– ტექსტზე
არსებული
თეატრის ტრადიციების შესუსტების ტენდენციები (უფრო უხეშად რომ ვთქვათ აგონია) – თუმცა ამავე დროს საბაზრო ეკონომიკის თვალსაზრისით უნდა უხაროდეს
თავისი სათეატრო
კულტურის
უფრო
ფართო არენაზე გატანის საშუალება.
სად არის სათეატრო
იდენტურობა?
პატარა ქვეყნები სიახლეებს ეჭვით უცქერენ, რადგანაც
შეთქმულების თეორიების მიხედვით ისინი მათში საშიშროებას
ხედავენ.
ეს შიში კასტრაციის შიშის მსგავსია.
მაგრამ ამავე დროს მცირე ქვეყნებში სათეატრო -„მხედველობაში მაქვს უკვე პროფესიული თეატრი“ - განვითარება დაკავშირებული იყო ეროვნულ თუ განმათავისუფლებელ ანდა თვითგამორკვევის მოძრაობებთან. ეს განსაკუთრებით ნათლად, კარგად ჩანს აღმოსავლეთ ევროპის მაგალითზე. ამიტომაც თეატრის როლი ასეთ ქვეყნებში და მათ შორის საქართველოშიც – ენის, კულტურის, იდენტურობის შენარჩუნების საშუალებას წარმოადგენდა.
პრაქტიკულად თეატრი
წარმოადგენდა
ინტელექტუალთა თავშესაფარს, ეროვნულობის
შენარჩუნების
ადგილს
და
თავშესაფარს სხვადასხვა იმპერიების შემადგენლობაში
ყოფნის
დროს.
თეატრებმა
ჩამოაყალიბეს
მრავალ
ქვეყანაში
ენობრივი
ნორმები, შეინარჩუნეს
ქვეყნის
თვითმყოფადობა, როგორც დღეს ვიყენებთ იდენტობა და ა.შ.
ეს წერილი არ წარმოადგენს არც ტექსტზე არსებული თეატრების ადვოკატობას და მითუმეტეს
არც
პროკურორობას
– ის
მხოლოდ მცდელობაა ისტორიული რაკურსის და ხედვის შემოთავაზებისა.
რაზე კამათობენ დღეს ეროპაში?
უნდა დავაფინანსოთ თუ არა ხელოვნება, მაშინაც
კი
თუკი მას მომხმარებელთა დიდი რიცხვი არა ყავს?
გვჭირდება თუ არა ბევრი
თეატრი?
შეკითხვები
პირწმინდად
კულტურის
პოლიტიკის
სფეროდანაა, მაგრამ
იგი
სათეატრო პოლიტიკის ზღვარზეცაა, როგორ უნდა შევინარჩუნოთ პროფესიული თეატრები?
შეიძლება თუ არა რომ ხელოვნებაზე ვიმსჯელოთ მარტივი უმრავლესობით, თუ ვაღიარებთ რომ ხელოვნებაზე მსჯელობისას სულ მცირედი, მაგრამ პროფესიული განათლება აუცილებელია
(ბოლოს და ბოლოს მრავალ ათასწლიან ხელოვნების ფორმასთან გვაქვს საქმე
- თეატრთან) – ამას მსოფლიო გამოცდილებაც ადასტურებს. აქვს თუ არა ყველას
უფლება
ისაუბროს -
რა
უნდა
დარჩეს, და რა არა კულტურაში?
შეგვიძლია სამედიცინო დასკვნა უმრავლესობით გადავწყვიტოთ თუ ერთეულ პროფესიონალ
ექიმებს
უნდა
მივენდოთ?
მეტყვით ეს ხომ ადამიანის ჯანმრთელობას ეხება და მეც გიპასუხებთ, განა ხელოვნება და კულტურა ადამიანის ჯანმრთელობას არ ეხება?
განა ათასწლეულების
მანძილზე კულტურა
არ
ზრუნავს
კაცობრიობის
ჰარმონიულ
განვითარებაზე, სილამაზისა და ჭეშმარიტების ფასეულობათა შენარჩუნებაზე
– განა
არისტოტელემ
კათარზისი
არ
მოიხსენია
როგორც
სულის
მკურნალობის, მისი განწმენდის
საშუალება
და
სწორედ თეატრიც, ხელოვნების
სხვა
ფორმებთან ერთად მკურნალობს
ცივილიზაციას ათასწლეულების განმავლობაში.
ექიმები მკურნალობენ ფიზიკურად, ხელოვანნი მკურნალობენ სულიერად, როგორი ბანალური ჭეშმარიტებაა, რომლის შეხსენებაც თითქოსდა ბრაზს არ უნდა იწვევდეს.
მაგრამ ხომ ფაქტია, რომელიც შეხსენებას საჭიროებს. საზოგადოებისთვის
და თეატრის კვლევასთან მიტმასნული, არასაკმარისი კომპეტენციისა და კვალიფიკაციის ადამიანებისთვის.
მაშ სად ვართ დღეს პოსტ დრამატული თეატრის ეპოქაში – ჩვენ საქართველოს თეატრალები?
შიდა ინტრიგებისა და ომების ფონზე მისავათებულები, პროფესიულ საკითხებზე არ მოლაპარაკენი, დამძიმებულნი შურითა და გაუტანლობის ჟინით და მისუსტებული (შეიძლება მობეზებულიც კი) სათეატრო ხელოვნებით, რომელიც დიდიხანია არა მხოლოდ თაობათა ცვლას ელის, არამედ „საკავაენო“/სამოყვარულო ხელოვნებიდან პროფესიულ ხელოვნებაზე გადასვლას. „თეატრალებიდან“ ველით ახალ სიტყვასა და ფორმას და არა მოძველებული ხერხებით (სცენაზე ყვირილით, იაფასიანი ეფექტებით, სუსტი დილეტანტური გადაწყვეტით, უგემოვნობით) ჟონგლიორობას.
ახალმა ტექნოლოგიებმა „დაღუპეს“ („დაალუსტრირეს“) ხელოვანთა ჯგუფები, რადგანაც უკვე ყველამ იცის რა საიდან მოდის: იდეაც და ფორმაც, ყველას შეუძლია თავად ნახოს/მოიძიოს პირველწყაროც და შთაგონებათა სათავეც (მეორენარიად პლაგიატის წყარო) – დღეს ყველას
შეუძლია თანაბრად შეამჩნიოს სიშიშვლე – იდეათა და საღი აზრის.
პოსტ დრამატულ ეპოქაში – ქართული თეატრის ადგილი მრავალ შეკითხვას ბადებს
– როგორ
საუბრობს
დღეს
ქართული თეატრი
ტექსტის
გარეშე
და
თუ საუბრობს საერთოდ. არსებულ
საუბარს მუნჯობა ხომ არ ჯობდა? რა გახდა ან რა უნდა გახდეს მისი
გამოხატვის
ახალი ენა. წარსულში ქართულ თეატრს ბადალი არ ყავდა მეტაფორულ-სიმბოლურ აზროვნებაში (ბევრ სხვა რამეშიც), მაგრამ
დღეს?
დრამატურგია სიტყვათა თამაშის
მონობაშია
მომწყვდეული, მაშინ
როცა
მსოფლიო
კიბერ
სამყაროშია
გადაშლილი, ჩვენ ჰამლეტის
რეპლიკის
მოშველიებით – სიტყვების, სიტყვების, სიტყვების ტყვეობაში ან
ამარა ვრჩებით! დრამატურგი ვერ გადაიზარდა
სათეატრო სივრცის ამმეტყველებელ
ავტორად (სცენარისტად - ტექსტის მკეთებლად), რეჟისორი ვერ გადაიქცა მსახიობებით ფერმწერად, თეატრი
არ
გახდა
ახალი
ხელოვნების
სახლად.
თითქოსდა თეატრმა მისამართი დაკარგა.
ჩვენს სათეატრო პეპლებს არ ეღირსათ ჭუპრებიდან ამოფრენა და მათი აღმაფრენაც ჩახვევა ჩატრიალებით შეიცვალა.
პოსტ დრამატული ქართული თეატრი ილუზიების მსხვრევის ფაზაში შევიდა. რევოლუციურად რომ ვთქვათ როცა ძველებს აღარ შეუძლიათ და ახლები ჯერ არ მომწიფებულან...
ერთის მხრივ ცოცხალი კულტურული მემკვიდრეობით (შეიძლება არა ერთით) ანუ ქართული თეატრის გარდასულ დღეთა დიდებით და არ დამდგარი გაჩერებით, რასაც გვირაბის ბოლოს უნდა მოსდევდეს ხოლმე სინათლე.
სად დავუშვით შეცდომები?
პირველ რიგში თბილისის
თეატრები დაადგა გადაგვარების გზას – სხვადასხვა კონკურსების პოლიტიკამ შედეგი ვერ გამოიღო – რადგანაც მმართველთა უმრავლესობა იმ შემთხვევაშიც
კი
როცა
თეატრში მუშაობის გამოცდილება ქონდათ, აღმოჩნდა
რომ
თეატრიც არ იციან. და არა მხოლოდ იმიტომ რომ ხშირად - კაპიტალისტური
წინარესახე
პინოქიო, საბჭოთა ბურატინოსიც კი არ ქონიათ წაკითხული
– არამედ
იმიტომ, რომ ვნება
და
გრძნობა არ აღმოაჩნდათ თეატრისადმი, ხელოვნებისადმი, საკუთარი ქვეყნის
პრესტიჟისადმი.
სად იწყება თეატრის სიყვარული?
ალბათ იქ, სადაც მთავრდება შეგრძნება იმისა თუ ვის ეკუთვნის კარგი სპექტაკლი; იქ სადაც ქრება ბიზნეს ან პოლიტიკური ინტერესები.
ხელოვნება მრავალფეროვნებისვის და ურთიერთგაზიარებისთვისაა და არა საკონკურენციო ომებისთვის, მის საფუძველში ეთიკა და კაცთმოყვარეობაა და არა დარგში არსებული სხვა ორგანიზაციების ჩაძირვა.
სად გადის ზღვარი კულტურის მენეჯერის ეთიკასა
და
ბიზნეს
ადმინისტრირებას
შორის?
ლევან ხეთაგური
2004
No comments:
Post a Comment