Thursday, March 4, 2021

საშემსრულებლო ხელოვნება 2020 წლის პანდემიის დროს ევროპაში

 

            საშემსრულებლო ხელოვნება 2020 წლის პანდემიის დროს ევროპაში[1]

 

საქართველოში არსებული სიტუაციის ფონზე საშემსრულებლო ხელოვნებაში, როდესაც პრაქტიკულად 2020 წლის მარტის თვიდან თეატრებს არ მიუღია მაყურებელი შენობებში, ვფიქრობ ძალიან საინტერესო იქნება გაგვეგო თუ რა ხდებოდა ამ დროს მსოფლიოში. ჩვენი თეატრი ვერ იქნება იზოლირებული მსოფლიო პროცესებისგან.

ამჯერად გთავაზობთ იუნესკოს თეატრის საერთაშორისო ინსტიტუტის გამოცდილებას და ასევე ევრო კავშირის ზოგიერთი წევრი ქვეყნის პოლიტიკურ ცვლილებებს ბიუჯეტებში ორიენტირებული პოსტპანდემიურ მდგომარეობაზე და კულტურის პოლიტიკაზე.

 

            იუნესკოს თეატრის საერთაშორისო ინსტიტუტის / ITI/, როგორც საშემსრულებლო ხელოვნების მსოფლიო ორგანიზაცია 2020 წლის პანდემიის დროს აქტიურად იყო და არის ჩართული მონიტორინგის და ინფორმაციის შეგროვების პროცესში.

            გთავაზობთ ინფორმაციას თეატრის საერთაშორისო ინსტიტუტის ევროპის საბჭოს სხდომის ანგარიშის ოქმის  /2020 წლის 20 ოქტომბერი,  ესწრებოდა 37 ცენტრი/ქვეყანა / მიხედვით.

დამსწრეთა მოკლე ანგარიშები /მდგომარეობა მოცემულია ძირითადად პანდემიის მეორე ტალღის წინა პერიოდიდან/:

             

            ავსტრია

            სპექტაკლები ტარდება გარკვეული შეზღუდვით. ცენტრი ითხოვს  ITI-ის როლს გაზრდას ევროპაში და კერძოდ ავსტრიაში სტრატეგიული დაგეგმარებისთვის, რჩევების მისაცემად, ყურადღების მისაქცევად და გავლენის გასაძლიერებლად.

            თეატრების და ოპერების გადაწყვეტილება იმუშავონ ამ შეზღუდვებით, გათვლილია მომავალზე.

            ბელგია/ფლანდრია/  და ნიდერლანდები

            ბელგიაში თეატრალური წარმოდგენები დაშვებულია. თეატრები გახსნილია და ხელოვანებს მთავრობა კარგად უჭერს მხარს ფინანსურადაც.

            ბევრი თეატრი დახურულია აუდიტორიის რაოდენობის შეზღუდვების გამო. 

            ბელგიაში თეატრები მუშაობენ ივნისიდან მოყოლებული, მაგრამ მომდევნო კვირას /27 ოქტომბრისთვის/ მეორე ტალღასთან დაკავშირებით ელოდებიან ახალ წესებს.

            ჰოლანდიაში ასევეა, თეატრები მუშაობენ წესების გათვალისწინებით, მხოლოდ 30 მაყურებელს უშვებენ დარბაზში. ამის გამო ბევრი თეატრი არც გახსნილა.

            გაუჭირდა მუსიკალურ თეატრს საერთაშორისო ურთიერთობების და დაგეგმარების გამო, ამიტომაც ბევრმა პროექტმა 2023-2024 წელს გადაინაცვლა.

             

            ხორვატია

            თეატრები შეზღუდვით მუშაობენ.

            პროექტების ნაწილი გადავიდა ონ-ლაინ პროგრამებზე, მათ შორის საერთაშორისო პროგრამები.

            ბეჭდვით და ელექტრონულ გამოცემებზე

             

            კვიპროსი

            გაჩნდა მეორე ტალღის პრობლემა, შემოვიდა ახალი აკრძალვები.

            თეატრებმა მიიღეს მხოლოდ დარბაზის 50% მაყურებლის დასწრების უფლება.

            ყველა საერთაშორისო პროგრამა გადაიდო 2021 წელზე.

             

             ესტონეთი

            სიტუაცია საკმაოდ კარგია, თეატრები ღიაა და ფუნქციონირებენ ყოველ საღამოს.

            უფრო პრობლემატურია საბავშვო და საყმაწვილო თეატრები, სადაც ბავშვების მიყვანას თავს არიდებენ პედაგოგები.

            მაგრამ სიტუაცია დღითიდღე უმჯობესდება.

            მთავრობა მხარს უჭერს თეატრებს და ინდივიდუალურად ხელოვანებს.

             

            ფინეთი

            მეორე ტალღის დროს თეატრებში შეიზღუდა მაყურებელი, თეატრები იმართება სიტუაციის და წესების მიხედვით 2021 წლის გაზაფხულამდე.

            მთავრობა მხარს უჭერს თეატრებს და ხელოვანებს.

            ყველა გასტროლი და საერთაშორისო პროგრამა გადადებულია.

             

            საფრანგეთი

            საფრანგეთში რთული სიტუაციაა, მოქმედებს ყველა შეზღუდვა, თითქმის ყველაფერი გაჩერებულია.

             ყველა აქტივობები გადატანილია სამომავლოდ.

             

            გერმანია

            მეორე ტალღამ თეატრების აქტივობა 40% დან 20% მდე შეამცირა.

            გერმანიის ფედერალური მოწყობის გამო არ არსებობს ცენტრალური წესები, ყველა მიწა შეზღუდვების გადაწყვეტილებას ღებულობს თავისი მდგომარეობიდან გამომდინარე.

            იმის გამო რომ ქვეყანაში დაფინანსების რამოდენიმე მოდელი მოქმედებს იურიდიულ ფორმებთან ერთად, ყველა თეატრი ვერ ახერხებს მუშაობას, სადაც სალაროს შემოსავალი შეადგენს ბიუჯეტის ნაწილს /მაგალითად 30-35%/.

            ზოგიერთ ადგილზე მხოლოდ მაყურებლის 20%-ია დაშვებული.

            ყველა ფესტივალი გაჩერდა. ინფიცირებულთა რიცხვი მატულობს და ტესტები არასაკმარისია. ITI -ის ცენტრი კონცენტრირებულად მუშაობს ახალგაზრდებზე.

            ცნობილი ბერლინის ფილარმონიული ორკესტრი, რომელიც მთელს მსოფლიოში გასტროლირებს, შეცვალა სტარტეგია და სოლიდარობის გამო 2020 მოემსახურება გერმანიის ქალაქებს, საკუთარ მოსახლეობას.

             

            უნგრეთი

            მეორე ტალღა ძლიერდება.

             თეატრები კვლავ გახსნილია, მომავალი უცნობია...

            ვმუშაობთ, იმაზე თუ როგორ განვაახლოთ პროექტები და ა.შ.

            ყველაზე დიდი პრობლემა ქვეყანაში ყველა სახელოვნებო უმაღლესების გაერთიანებაა.

            ამას აპროტესტებენ როგორც პროფესიონალები ასევე სტუდენტები. ამ პროტესტს მხარს უჭერს თეატრები ქვეყანაში

             

            იტალია

            შერეული სიტუაციაა, შესაძლებელია შენობებში თამაში მხოლოდ მაქსიმუმ 200 მაყურებლის დაშვებით.

            მრავალი პროექტი გადაიდო, მცირე აქტივობების გარდა.

            სხვადასხვა რეგიონში მაინც სხვადასხვა სიტუაციაა.

             

            ლატვია

            სიტუაცია ქვეყანაში დამძიმდა, რის გამოც სრულად დაიხურა ლატვიის ოპერის თეატრიც.

            სახელმწიფო ეხმარებოდა ზოგიერთ თეატრს და ისინიც მუშაობდნენ პანდემიის დროს 50% დატვირთვით.

            დაცულია სოციალური დისტანცირება დარბაზებში მცირე მაყურებლის რაოდენობის დაშვებით, ნახევრად ცარიელ დარბაზებში. 

            პანდემიის დროს ახალი რიგის თეატრმა, მისმა მთავარმა რეჟისორმა ალვის ხერმანისმა თავისი,  დასის ჩართულობით თეატრიდან დაიწყო ახალი სერიალის ტრანსლირება.

             

            ლუქსენბურგი

            პანდემიის დროს თეატრის აქტივობები შემცირდა და შეიზღუდა.

            თეატრებს შეუძლიათ დატვირთონ დარბაზის მხოლოდ 50% მაყურებლით.

            მთავრობამ სწრაფად იმოქმედა და თეატრებს და მსახიობებს გაუწია ფინანსური დახმარება.

            გეგმები გადატანილია შემდეგ წელზე.

             

            რუმინეთი

            სიტუაცია მძიმეა.

            ზაფხულში თეატრები მუშაობდნენ და ღონისძიებები გადავიდა ღია სივრცეში

            სექტემბრამდე გრძელდებოდა, კინოც ღია სივრცეში და ა.შ.

            ნაციონალური ფესტივალი გადავიდა ონლაინ რეჟიმზე ეროვნულ ტელევიზიასთან პარტნიორობით.

            პრობლემაა მსახიობების ხელფასებზე და შემოსავლებზე როცა თეატრები დახურულია. მიდის მათ დასახმარებლად ლობირების პროცესი. დარბაზებში მაყურებლის რაოდენობა  დასწრების 1/3-ით შეიზღუდა.

             

            სლოვაკეთი

            პირველი ტალღის დროს საქმე არ იყო ძალიან ცუდად, თუმცა იყო მკაცრი წესები და სლოვაკეთის თეატრის 100 წლის აღნიშვნაში უამრავი ცვლილებები შევიდა /დაგეგმილი იყო უამრავი ღონისძიება/.

            შვებულებების შემდეგ დამძიმდა სიტუაცია, და წესებიც გამკაცრდა: სცენაზე 6 ადამიანზე მეტი აიკრძალა და მათაც ნიღბები უნდა გაეკეთებინათ.

            ამ შეზღუდვებით თეატრების მუშაობა გართულდა.

            გადავიდნენ ონლაინ პროექტებზე.

             

            სლოვენია

            ოქტომბრის ბოლოს თავიდან დაწესდა საკომენდატო საათი.

            პანდემური სიტუაცია რთულია.

            ძირითადად მუშაობა შეჩერებულია და განახლდება 2021 წლის მარტიდან .

             

            შვედეთი

            თეატრებში მაყურებლის რაოდენობა შეიზღუდა 50-მდე, მნიშვნელობა არა აქვს დარბაზის რაოდენობას.

             თუმცა სულ გვაწუხებს შეკითხვა რატომ არ ვრცელდება ანალოგიური შეზღუდვები სავაჭრო მოლებში, რესტორნებში და ა.შ.

            გადავედით ღია სივრცეებზე, დრო გამოვიყენეთ შვედური პიესების თარგმანზე, ყველაფერი გადადის ელექტრონულად.

            შვედური თეატრის წლევანდელი შოუ ქეისი ონლაინ გაიმართება.

             

            გაერთიანებული სამეფო

             

            ინგლისში ინფიცირებულთა ყველაზე მაღალი რიცხვია ევროპაში.

             შენობები დაკეტილია. თეატრები, ფესტივალები და სხვა ორგანიზაციები - ბევრს მუშაობენ საჭიროებების იდენტიფიცირებაზე და ახალი მაყურებლის გამოვლენაზე, მათთან კავშირის შენარჩუნებაზე, რაც უმნიშვნელოვანესია მომავლისთვის, ვიდრე ეს ოდესმე ყოფილა.

            ძალიან რთული დროა, მოსაძებნია ახალი ჰიბრიდული ფორმები

 

            შვეიცარია

 

            ინფიცირებულთა რიცხვი იზრდება.

            ჩვენ მოკლე განაცხადს გავაკეთებთ, პანდემიამ გვაჩვენა, რომ უნდა ვიბრძოლოთ არსებობისთვის, დღეს შეიძლება  ჩვენს ქვეყნებს და მთავრობებს - აღარ ვჭირდებით !?

 

 

სათეატრო სფეროს შემდეგ მსურს ძალიან მოკლედ მიმოვიხილო ევრო კავშირის ქვეყნების საერთო და კერძოდ და კულტურის პოლიტიკის და არა მხოლოდ ზოგიერთი საკითხი - თუ როგორ იქცეოდა ევრო კავშირის წევრი ქვეყნები - პანდემიის დროს /ზოგიერთი მაგალითი/ 2020 წლის მიხედვით:

 

            საფრანგეთი – (3 სექტემბრის მონაცემით)

            გამოყო €100 მილიარდი ბიუჯეტი, €40 მილიარდი, რაც მოდის საბჭოს მიერ ივლისში მიღწეულ მნიშვნელოვან ევროპულ შეთანხმებაზე, რომელიც განბლოკილი იქნება ორი წლის განმავლობაში (2020-2022).

            - ამ გეგმის მიზანია მოკლევადიან პერსპექტივაში დასაქმების ხელშეწყობა და საფრანგეთის 2030 წლის ეკონომიკისთვის გზის გახსნა, რომელიც იქნება უფრო „მწვანე“, კონკურენტუნარიანი, სტაბილური და ინკლუზიური. ეს არის გეგმის 3 პრიორიტეტი: ეკოლოგია, კონკურენტუნარიანობა და ერთიანობა.

            - 36 მილიარდი ევრო დაიხარჯება უნარ-ჩვევებისა და სოციალური და ტერიტორიული ერთიანობის დასახმარებლად.

            - კულტურის სექცია შემოიფარგლება "მხატვრული შემოქმედებით".

            - იმავე ბმულზე მოცემულია შემდეგი დამატებითი განმარტება: ”2021 წლის 1 იანვრიდან, აღდგენის გეგმის წყალობით, სახელმწიფოს პრიორიტეტი მიენიჭება შემოქმედებით სექტორში საქმიანობის განახლებას და შემოქმედებითი დასაქმების მხარდაჭერას, 469 მილიონი ევროს მობილიზებით. კრედიტები ორი წლის განმავლობაში, მათ შორის 353 მილიონი ევრო 2021 წლიდან;

             

            იტალია 17 სექტემბრის მიხედვით

            209 მილიარდი ევრო ევროკავშირის ფული გრანტებისთვის და სესხებისთვის.

            - ფოკუსირება ექვს პრიორიტეტზე ან კლასტერზე:

            დიგიტალიზაცია;

            ინოვაცია და ზრდა ;

            • მწვანე პოლიტიკა, რომელიც მიმართულია დეკარბონიზაციისკენ;

            • სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა;

            განათლება, რენინგი, კვლევა და კულტურა;

            • სოციალური ერთიანობა და გენდერული თანასწორობა;

            • ჯანმრთელობა

            ”განათლების, რენინგის, კვლევისა და კულტურის” კლასტერის შესწავლისას, ყურადღება გამახვილებულია განათლების რეფორმაზე და ნაკლებად კულტურული სექტორის ზომებზე.

            - დოკუმენტში ნათქვამია, რომ ”განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს კულტურული ინდუსტრიისა და ტურიზმის პოპულარიზაციას, იტალიის ნამდვილ სტრატეგიულ აქტივს.”

            აღდგენის გეგმის სრული დოკუმენტი  38-გვერდიანი.

            - მთავრობა ასევე გეგმავს იტალიის საგადასახადო სისტემის სრულად გადახედვას, შექმნის "ზრდისთვის ხელსაყრელ საგადასახადო სისტემას" საშუალო ფენის, განსაკუთრებით ოჯახების გადასახადების შემცირებით.

             

            პორტუგალია - 21 ივლისის მიხედვით

            პორტუგალიის აღდგენისა და მდგრადობის გეგმა (გავრცელებული ინფორმაციით) ემყარება 142 გვერდიან დოკუმენტს, სახელწოდებით ”სტრატეგიული ხედვა პორტუგალიისთვის 2020-2030 ეკონომიკური და სოციალური აღდგენის გეგმის შესახებ”, რომელიც გამოქვეყნდა 2020 წლის ივლისში

            - Covid-19 ევროკავშირის აღდგენის ფონდიდან 10 მილიარდი ევრო გამოიყოფა ათწლიანი გეგმით, რომელიც გამოყენებული იქნება 2021 წლის დასაწყისიდან 2030 წლამდე.

            - სამი ძირითადი პრიორიტეტი: "მდგრადობა", "კლიმატის გაუმჯობესება" და "ციფრულ ტექნოლოგიებზე  გადასვლა".

            - შემდგომი პრიორიტეტებია:

            დამოუკიდებელი ფონდი და განვითარების ბანკი კომპანიების დასახმარებლად

            კულტურული ქსელები, დეცენტრალიზაცია და დიგიტალიზაცია:

            პორტუგალიამ უნდა ჩადოს ინვესტიცია კულტურული და მხატვრული შემოქმედების აღჭურვილობაზე ქსელებში და ციფრულ თემასთან დაკავშირებულ „ჯერ კიდევ არასაკმარისად შესწავლილ ადგილებში“.

            კულტურა - ერთ-ერთი სექტორი, რომელიც "ჯანმრთელობისა და ეკონომიკური კრიზისის შედეგად ყველაზე მეტად დაზარალდა", მოუწევს გაიაროს კულტურული საქმიანობის დეცენტრალიზაცია, ქსელური მუშაობის შექმნა და "ახალ თაობებზე, განვითარებულ ნიჭზე" ორიენტირება.

            "არასაკმარისად შესწავლილი ტერიტორიების" დასაფარავად წარმოდგენილი კონკრეტული წინადადებების განვითარების მიზნით შეიქმნა ციფრული შემოქმედების საზოგადოებრივი ფონდის შექმნა, "ინოვაციური პროექტებისთვის, რომლებიც აერთიანებს ხელოვნებას და ტექნოლოგიას", "შემოქმედებითი ინკუბატორები  და ციფრული ხელოვნება", კავშირი უნივერსიტეტებთან და ტექნოლოგიურ ცენტრებთან.

            ასევე მხარს უჭერენ ხელსაყრელ პროგრამებს ხელსაქმის საქმიანობისთვის, "ტრადიციიდან გამომდინარე" და კულტურული და ბუნებრივი მემკვიდრეობის რეაბილიტაცია სამომავლო "ეკო-მხატვრული პროგრამებისთვის".

            კულტურის როლი აღდგენის გეგმა;

             

            ესპანეთი - 7 ოქტომბრის მიხედვით

            - 140 მილიარდი ევროს გამოყოფა 2021-2026 წლებში. (როგორც გრანტები, ასევე სესხები)

            - ხარჯების ნახევარზე მეტი - 72 მილიარდი ევრო - დაიხარჯება პირველი სამი წლის განმავლობაში.

            - ესპანეთის მთავრობა ასევე 27 მილიარდ ევროს გამოყოფს საკუთარი ეროვნული ბიუჯეტიდან, რათა დააჩქაროს განხორციელება ისე, რომ არ დაელოდოს კომისიას თანხების გაცემას.

            - ესპანეთი დახარჯავს თანხების 37% –ს მწვანე და ეკოლოგიურ გარდამავალ ეტაპზე, ხოლო 33% ციფრულ გარდამავალ ეტაპზე, - თქვა სანჩესმა - 37% –ით და 20% –ით კომისიის მოთხოვნით.

            - სანჩესმა ჩამოთვალა პოლიტიკის 10 პრიორიტეტი, მათ შორის ინფრასტრუქტურა (12%), განათლება და ტრენინგი (18%), მეცნიერება და ინოვაცია (17%), ინდუსტრიისა და მცირე და საშუალო ბიზნესის (17%) და კულტურისა და სპორტის მოდერნიზაცია (1.1%).

 

ლიეტუვა

ლის მთავრობამ კულტურის სფეროში სხვადასხვა ღონისძიებისთვის გამოყო 25,000,000 EUR;

კულტურული ინსტიტუტებისა და კულტურული პროექტების საჭიროებისათვის ლიტვის კულტურულმა საბჭომ გამოყო 10,000,000 ევრო, რომელიც გამოყოფილი იქნა კულტურული დარგისთვის ლიტვის მთავრობისგან COVID-19 სიტუაციაში ეკონომიკური განვითარების პროგრამიდან;

43,000,000 ევროზე მეტი თანხა გამოიყო კულტურული ინფრასტრუქტურის განვითარებისა და განახლებისთვის;

ლიტვის კინოცენტრმა მიიღო 2,000,000 ევრო, რომელიც დაეთმო პროდუქციის განვითარებასა და გავრცელებას.

 

ევრო კავშირის რეკომენდაცია კულტურის დაფინანსებისთვის ბიუჯეტის 2% გათვალისწინება, რაც განიხილებოდა მინისტერიალზეც.

ევრო კავშირის გადაწყვეტილებების და ჩვენი რეალობიდან გამომდინარე შესაძლებელია  რეკომენდაციებისთვის გავითვალისწინოთ შემდეგი:

 

ცალსახაა, რომ საბიუჯეტო ორგანიზაციებმა 2021 წლის ბიუჯეტში აუცილებლად უნდა მოახდინონ კორექტირება - ახალი ტექნოლოგიების, ინტერნეტიზაციის და მოსახლეობის ინტერნეტზე წვდომის  მიმართულებით /დიგიტალიზაცია/.

მოსაფიქრებელია სტრატეგია მოსახლეობის დათრენინგებაში ახალი ტექნოლოგიების გამოსაყენებლად; მოსახლებისთვის დაბალბიუჯეტიანი აპარატურის მიწოდებით /პლანშეტი, ტელეფონი და ა.შ. განსაკუთრებით სკოლის მოსწავლეები, სტუდენტები/ ჰიბრიდული პროექტების და პროგრამების მზადება.

საწიროა შეიქმნას სტრატეგია ღირებულებათამ ფასეულებათა სისტემის მდგრადობის შესანარჩუნებლად; ემფათიისა და სოლიდარობის გასაძლიერებლად საზოგადოებაში;

განსაკუთრებული აქცენტები ახალგაზრდებზე, რომ გაიზარდოს წვდომა განათლებაზე

მოხდეს სოციალური და დასაქმების საკითხების მოგვარება. რეკომენდაციების პაკეტი გაცილებით ვრცელი და დეტალური შეიძლება იყოს, მაგრამ მის მზადებაში უნდა იყვნენ ჩართული ნამდვილი პროფესიონალები და არა დილეტანტები, ექსპერტები საერთაშორისო და არა პროვინციული ხედვით და მსოფლმხედველობით.

 

ჩვენს რეალობაში ნელე-ნელა კულტურაც და პოლიტიკაც ერთდროულად გადაიქცა პროვინციულად /მეშჩანურად, მდაბიურად/. ნელ-ნელა ნაბიჯ-ნაბიჯ მივდიოდით ამისკენ. პანდემიამ გაამწვავა „რაღაცეები“ და სრული ლუსტრაცია მოახდინა. ცხადად ვხედავ, რომ საერთო კრიზისში, ღირებულებათა კრიზისში, მოექცა არა მხოლოდ ჩინოვნიკთა უუნარობა და დეგრადაცია, არამედ თავად ხელოვანთა მიერ სოლიდარობის /რეალურის და არა მოჩვენებითის/, თანადგომის დაკარგვა.

წარმოუდგენელია, როგორ არ შეეცადნენ /სახელმწიფო სტრუქტურები და კერძო ორგანიზაციები/ დაენახათ, შეესწავლათ მსოფლიო პრაქტიკა. მრავალ საინტერესო მაგალითს, სწორ და შემოქმედებით /კრეატიული/ გადაწყვეტილებებს შორის ასევე მნიშვნელოვან ადილს იკავებდა სოლიდარობის გრძნობა, მაგალითად ევროპულმა ფესტივალებმა ვინც არ ჩაატარა საერთაშორისო პროგრამა სახელმწიფომ ბიუჯეტი არ ჩამოაჭრა და - ეს თანხა ეროვნულ /ქვეყნის/ პროექტებს და არტისტებს მოახმარეს /როგორც პროდიუსრებმა/ და თავად გახდნენ დამკვეთნი. ფინეთის ეროვნულმა მაუწყებელმა 30 სათეატრო პროექტი დაუკვეთა უმუშევრად დარჩენილ არტისტებს და რეჟისორებს; დაასაქმა რა უმუშევრად დარჩენილი ე.წ. ფრილანსერები, ხელოვანები, ლატვიის ეროვნულმა თეატრმა ჰერმანისის ხელმძღვანელობით /თეატრი დროებით ტელევიზიად გადააქცია/ და მაყურებელს ონლაინ ტელესერიალების შეთავაზება დაიწყო თავისი დასის ჩართულობით, ლიეტუვამ თეატრალურ პროექტებად აქცია კარანტინის დღიურები და ა.შ.

მაგალითებს რა დალევს. ძალიან კარგია საქართველოში შექმნილი ჰიბრიდული, ვიდეო პროექტები, ნებისმიერი კრეატიულობა და მხარდაჭერა ხელოვანებს, რომ არ გაჩერდეს დარგი და რაც მთავარია უმუშევრებმა მიიღონ დასაქმების საშუალება. საერთოდ მხარდასაჭერია ნებისმიერი აქტივობა რომელიც კულტურის სფეროში დასაქმებული ადამიანების მხარდაჭერაზეა მიმართული, მაგრამ ამავე დროს აუცილებელია სერიოზული გადაფასება და გადააზრება, თუ როგორ უნდა იმართებოდეს და ვითარედებოდეს კულტურის  როგორც სახელმწიფო ასევე კერძო სექტორი.

რისთვის წევრიანდებიან ქართული სახელოვნებო ინსტიტუციები საერთაშორისო ორგანიზაციებში, რაში იხდიან საწევროს, ან მივლინებების ხარჯებს, თუკი ვერანაირ პოზიტიურ დასკვნებს ვერ აკეთებენ და პოზიტიურ გამოცდილებას ვერ გადმოიღებენ და ბიუჯეტს კვლავ ტყუილად არ დახარჯავებ საარქივო ვიდეობის ჩვენებაში, ეს ეტაპი მსოფლიომ გაზაფხულზე გაიარა და მას შემდეგ რეგულარულად სიახლეებს სთავაზობდნენ საკუთარ მოქალაქეებს.

12.12.20

მასალა მოამზადა ლევან ხეთაგურმა, იუნესკოს თეატრის საერთაშორისო ინსტიტუტის საშემსრულებლო უმაღლესი განათლების საბჭოს წევრი, თეატრის საერთაშოროსო ინსტიტუტის საქართველოს ცენტრის გენერალური მდივანი

 

P.S. რამოდენიმე თვე გავიდა ამ წერილის მომზადებიდან და სამწუხაროდ ჩვენს ქვეყანაში კულტურის პოლოტიკა კლავ მდუმარებაშია.

 

თაგები: კულტურის პოლიტიკა, თეატრი, საშემსრულებლო ხელოვნება, ევრო კავშირი, დიგიტალიზაცია,



[1] წერილი მომზადებულია იუნესკოს თეატრის საერთაშორისო ინსტიტუტის და ევროპის ფესტივალების ასოციაციის წყაროების მიხედვით.

No comments:

Post a Comment