Thursday, March 4, 2021

თეატრი და ეპიდემიური ისტერიკა

 

თეატრი და ეპიდემიური ისტერიკა

 

ძალიან არ მომწონდა როდესაც ყველა იმეორეობდა, „სამყარო ისეთი აღარ იქნება, როგორიც იყო“, „შეიცვალა სამყაროს წესრიგი“ და ასე შემდეგ  - ჟღერს ბანალურად, ანტიკური ფილოსოფოსების  ანდა ბიბლიური წინასწარმეტყველების პოზაში მდგარი იმიტაციით, ისტერიზმის მალვით.

მაგრამ არ დაგიმალავთ და ისტერიკა ცალსახად შეინიშნება ყველგან.

ჯერჯერობით აქამდე არცერთ პანდემიას არ შეუცვლია სამყარო.

შეიძლება წარმოვიდგინოთ თითქოს ვიცოდით როგორი იყო სამყარო მანამდე (ჭეშმარიტი ჭვრეტით), ანდა ოდესმე თუ გვესმოდა მისი, ანდა სამყაროს კანონზომიერებების.

რამდენი ხანია დიალოგის უნარი დაკარგულია.

ამ „ისტერიკის იმიტირების რიტუალშიც“ კი, რატომღაც ზურგი შევაქციეთ „საკრალიზმს“, ზომიერებას, განსჯის უნარს და მომავლის საღ დაგეგმვას.

ცხადია რომ ამ მასშტაბის ეპიდემია, რომელმაც დედამიწა ერთ სოფლად აქცია, დაახლოებით ისეთი გარემოება შექმნა, როგორც უცხოპლანეტელები რომ დასხმოდნენ დედამიწას თავს და ყველა გაერთიანებულიყო მათ წინააღმდეგ საბრძოლველად, ამ სცენარს ამერიკული პოპ კულტურული პარადიგმის მატარებელი არა ერთი ფილმი თუ ტექსტი ამკვიდრებდა დეკადების განმავლობაში, როგორც მე მახსოვს სწორედ ამერიკის პრეზიდენტმა რონალდ რეიგანმა  განუცხადა/გაუმხილა  ის ცივილიზაციას თავისი პრეზიდენტობის დროს და ჩვენი სამყაროს /მათ შორის დაპირისპირებული პილიტიკური სისტემების/ გაერთიანების ერთერთ ვარიანტად შესთავაზა საერთო უცხო/უცხო პლანეტარული მტრის წინააღმდეგ გაერთიანება ცივილიზრებულ (არაცივილიზირებულსაც) სამყაროს.

ამჯერად ვირუსი გამოცხადდა მტრად, დაეხმარება თუ არა ეს სამყაროს გაერთიანებაში? როდემდე გაუძლებს ძლაუფლების სინდრომით ატაცებული პოლიტიკოსები დაემშვიდობონ ამბიციებს და შეეცადონ ერთიანი სახელმწიფო შექმნან, ერთიანი გამოცდილება და ცოდნა „მტრის“ წინააღმდეგ (სამწუხაროდ მტრის ხატების გარდა არაფერს არ ქმნიან საუკუნეების განმავლობაშ - მტერი სხვა ფერი, მტერი სხვა ენა, სხვა კულტურა, სხვა ოცნება, სხვა იდენტობა და ა.შ. - ზოგად საკაცობრიო პრიმიტივისმში). სახელმწიფო-პლანეტა, სადაც ინტერესი ადამიანის კეთილდღეობა და არა იმიტაცია და სეგრეგაციაა, ერთმანეთის მიმართ სხვადასხვა ფორმის ფარული და ღია აგრესია (სხვადასხვა ბლოგბასტერები, კინო და ვიდეო ინდუსტრია ცდილობს ამ ტიპის თანასწორობის ფასეულობათა დამკვიდრებას). მაგრამ სამწუხაროდ ზოგადად პრიმიტივიზმი საჭეთმპყრობელთა თუ დანიშნულ, არჩეულ ინტელექტუალთა - ყველგან ერთნაირია.

როგორც დარდობენ შეცვლის თუ არა დღევანდელი ეპიდემია სამყაროს „ისე არა ქუხს“ და ადამიანების ტრადიციალურ ქცევებს არაფერი ემუქრებათ. არცერთი წუთით არ მიფიქრია ამ შესაძლებლობაზე.

განა გვადარდებს როგორ მივესალმებით ერთმანეთს ჩავეხუტებით, გადავკოცნით, ხელს ჩამოვართმევთ, ცხვირებს მივადებთ თუ რომაელებს მოპარული ჩვევით ნაცისტებივით ხელს ავუწევთ და რაიმეს შევძახებთ... არა, ნამდვილად არავის არ აინტერესებს, რადგანაც ეს ტრადიციაც დღემდე ყველას თავისი ქონდა. ან ცვლიდა ან ბაძავდა და მაინცდამაინც არ შეუცვლია არც ადამიანის ხასიათი და არც ხელოვნება.

მაშ რა გვაწუხებს, ვინ გადარჩება ცალკე თუ როგორ გადავრჩებით ერთად.

თეატრს მრავალი ეპიდემია გამოუვლია, თეატრი მრავალი ეპიდემიის მოწმე გამხდარა.

მე მხოლოდ სამ მაგალითზე შევჩერდები: სოფოკლეს ოიდიპოს მეფეზე, შექსპირზე და ანტონენ არტოზე. ეს სამი მაგალითი  საუბრის საშუალებას იძლევა სამი ტიპის შესახებპოსტ ეპიდემიური, ეპიდემიური - ორივე ფიზიკურია და მესამე არტო, სადაც შავი ჭირის მაგალითზე საუბრობს პრაქტიკულად ინტელექტუალურ (ჩვენ ცნობიერების - ჩენს ცნობიერებაში) ეპიდემიაზე.  ეს კი გაცილებით მძიმე შემთხვევაა.

ალბათ კარგად უნდა გვახსოვდეს რა ადგილი უკავია ამ სამი ისტორიული მოვლენის/ფაქტის დროს ეპიდემიას. მე არ ვახსენებ ნაწარმოებებს რომელიც ეპიდემიაზეა შემქნილი, ეს არ გახლავთ ჩემი მიზანი, მე არც ეპიდემიების განხილვას ვაპირებ, მე მაინტერესებს რას იწვევდა იგი თეატრში/თეატრის ადამიანებში.

ოიდიპოსის გამოძიება - პრაქტიკულად საკუთარი თავის ძიება მოთხოვნა იყო ეპიდემიის შესაჩერებლად - დამნაშავის დასჯა, რომ ეპიდემია შეჩერდეს (გაიხსენეთ წინა თვეებში როგორ ეძებდნენ დიდი სახელმწიფოების დამნაშავეებს - საჭირო იყო ვინმეს იდენტიფიცირება დასასჯელად, თუმცა აპოლონისეულ, პითაგორისეულ - საკუთარი თავის შეცნობის აუცილებლობი ეპიდემიაც კარგად ამძაფრებს).

შექსპირის ეპოქა საინტერესოა, რადგანაც ელიზაბეთურ პერიოდის ლონდონის სქტიური სათეატრო ცხოვრება არაერთხელ გამხდარა შეჩერებული შავი ჭირის აფეთქების დროს. თეატრები იხურებოდა წლობით (ევროპაში თეატრები ათწლეულობითაც დახურულა), დეკადებით. და ამით თეატრი არც ბრიტანეთში და არც არსად სხვაგან არ გამქრალა. დღესაც სიმშვიდეა საჭირო. არც ის უნდა დავივიწყოთ, რომ „რომეო და ჯულიეტა“ ტრაგედიის მიღმა შავი ჭირის ეპიდემიის ფაქტორიც არანაკლებ მნიშვნელოვანია. შავმა ჭირმა შეაფერხა რომეოსადმი მიწერილი წერილი, რასაც ორივე ახალგაზრდას სიკვდილი მოჰყვა.

თეატრი ხომ ამჯერად  ხელოვნების ერთადერთი ფორმაა რომელიც რელიგიურ და კოლექტიურ მეხსიერებას ატარებს.

ეპიდემია და სიკვდილი - და აქაც არ გამოუტოვებია თეატრს თავისი აზრი - სიკვდილის თეატრი და მკვდარი კლასი. როგორ დავუახლოვდებით სიკვდილს, დროის დაჩქარებით, ეპიდემიის საშუალებით თუ რაიმე ძალადობით მნიშვნელობა თითქოს არაა, მას ვერ ავცდებით, მაგრამ როგორ მივალთ მასთან...     

 მაგრამ დღევანდელმა ეპიდემიამ ერთის მხრივ ჩემთვის ინტელექტუალურ ეპიდემიად ჩამოყალიბება აჩენა და როგორც ინტელექტუალური სიმწირე პერიფერიულ მდგომარეობაში ყოფნისა - უწინ რასაც პროვინციალიზმს/პროვინციალურს  ვუწოდებდით   მწვავედ აჩვენა.

ძალიან დაეხმარა სოციალური ქსელები, სწორედ მოსახლეობის ამ პროვინციულ ექსგიბიციონიზმს, ახალი ფორმის განვითარებას. კერძოდ შეჯიბრს ვინ კითხულობდა ყველაზე მეტს ან ვინ ნახავდა ყველაზე მეტს, ლამის სასქესო ორგანოების/პენისების დატოლებას დაემსგავსა.                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                

 

არის თუ არა ეპიდემიები გაკვეთილის ან დასკვნების გამოტანის საშუალება.

არქაული დროიდან მოყოლებული სხვადასხვა ეპიდემიებს, ღმერთების მიერ მოვლენილ სასჯელს უკავშირებდნენ - ღმერთების/კოსმოსის, სამყაროს კანონზომიერებების დარღვევას - მოჰყვება სასჯელი, დავარქმევთ მას დანაშაულს თუ არა, იწვევს უკუ რეაქციას კანონზომიერების დარღვევა, ჰარმონიის დარღვევაა, თუ არა ანდა არ ვიცით!.

სამყარო კი იბრძვის ყოველთვის აღადგინოს და შეინარჩუნოს ჰარმონია. ხშირად ჩვენთვის უცნობი და გაუცნობიერებელი ძალით.

ანტიკური სამყაროსთვოს ჰარმონია სილამაზე, ჭეშმარიტებაა.

მიკრო „სიმართლეები“, „ინდივიდუალური სიმართლეების“ ნაკრებები, კონფლიქტში შედიან სამყაროს /კოსმოსის ჭეშმარიტებასთან..., რაც იწვევს უკუ რეაქციას, მაგრამ არის თუ არა ეს სასჯელი ბრძანება?  „მიკრო სიმართლეების“ მიერ ჩადენილ დანაშაულს „ტრაგიკული შეცდომები უწოდეს. შეცდომები არსებობს იმიტომ, რომ გამოვასწოროთ/გამოვსწორდეთ?

რას ასწორებს ცივილიზაცია? და რა რჩება მას მარადიულ შეცდომად?

როგორ მაღიმებს ასე წარმატებულად აკვიატებული - სამყარო ისეთი აღარ იქნება, შეიცვალა წესრიგი. და განა ადამიანი შეიცვალა ამ წესრიგში, ვინც უნდა შეცვალოს სამყარო. და სასჯელის „მოხდის“ შემდეგ იგივე არ გაგრძელდება? ვიღაცა შეიცვლება მაგრამ უმრავლესობა იგივე დარჩება. და ნელ-ნელა გავუყვებით განვითარების გზას.

ანტონენ არტომ მეოცე საუკუნის დასაწყისში მძვინვარე ეპიდემიის შემდეგ დაწერა „თეატრი და შავი ჭირი“ გაიხსენა ევროპის გზა და თავის აზრს ანვითარებს. არტო თვლის რომ შავი ჭირი ჩვენს თავშია. ჩვენი ორგანიზმი შიგნიდან იჭამს საკუთარ თავს. თეატრიც ასე შეიჭამს თავის თავს შავი ჭირივით.

სიმართლე თუ შეშმარიტება?

სიმართლე ხშირად ჩვენთან კავშირშია, ჭეშმარიტება კი ყოველთვის ჩვენს გარეშეც არსებობს. გიორგი გურჯიევის აზრი რომ განვავითაროთ სამყაროს რეალურ სახეს იძენს ჩვენთან ერთად ყოველი ჩვენთაგანის სივრცეში, ინდივიდუალური ხედვით, როგორც ძილში და სიზმარში, მანამ სანამ გამოვიღვიძებთ. გამოღვიძებაა ჭეშმარიტებასთან შეხების  და დაახლოების გზა.

 

კარგად გამოჩნდა აზროვნების კრიზისი და უცნაური მოუთმენლობა. ერთის მხრივ ჩვენს გვერდით არსებობს მსოფლიო გამოცდილება და ჩვენი თვითგვემა ეპიდემიის დროს თეატრები ჩერდებოდა მსოფლიოში.

ეპიდემია აიძულებდა ეფიქრათ, როგორ უნდა გაეგრძელებინათ ხვალ - პოსტეპიდემიურ დროში. კრიზისი ხელოვნებას აიძულებს განვითარდეს, შეცვალოს ის „ენა“ რამაც იგი კრიზისში ჩააგდო და შავ ჭირად აქცია, შიგნიდან შეჭამა.

გლობუსის დასი გასტროლებს გეგმავდა და ახორციელებდა ლონდონს გარეთ.

ხელოვანები ქმნიდნენ აქტიურად და ივსებოდა ე.წ. „უჯრები“.

საქართველოში რატომღაც საბჭოთა კავშირიც ისე გამოვიარეთ, რომ უმრავლეს შემთხვევაში „უჯრებში“ გადანახული  არაფერი არ აღმოგვაჩნდა და ვწუხვარ, რომ ამ პანდემიასაც „უჯრების“ ანდა „კენჭების დაგროვების“ გარეშე დავასრულებთ. ალბათ მაშინაც ბევრს ვლაპარაკობდით და არ ვაკეთებდით.

თანამედროვე ტექნიკური საშუალებები ერთის მხრივ ბევრი შემოქმდებითი გადაწყვეტილებების საშუალებებს იძლევა და შეზღუდვებსაც ქმნის.

მესმის, რომ ძნელია ვისწავლოთ ცოცხალი ენერგიის გადაცემაზე აგებული ფორმის გავლენა დისტანციურ ფორმაზე, მაგრამ არც ეს არ უნდა იწვევდეს თეატრების და ადამიანების ისტერიულ პროცესებს.

კრიზისი სახეზეა!

ინტერნეტში გამოდებულმა ქართულმა ვიდეოპროდუქციამ გვიჩვენა, რომ საჩვენებელიც თურმე არაფერი გვქონია და თუ ადრე მხოლოდ ე.წ. „სპეციალისტებმა“ და მაყურებლის მცირე ნაწილმა იცოდა რა ჭირდა ჩვენს თეატრს, ახლა უკვე ყველას ვაჩვენეთ ჩვენი „ტრაგედია“...

არაფერს ვამბობ ტექნიკურ მხარეზე, ის რომ არავის არ უფიქრია, რომ ჩვენს ხელთ არსებული დაარქივებული ვიდეო ანალოგები თეატრის - დადგმებისა, საერთოდ არ არის გათვალისწინებული ვიდეო „სტრიმებისთვის“. და თუკი ვიდეო ნახვების შეჯიბრებში ჩართული საზოგადოება კარგად დაფიქრდება მსოფლიო ვიდეო სტრიმების „ხარისხიან“ ნაწილეზე, და თუკი ვისაუბრებთ გარდა შემოქმედებითი ღირებულებისა...  ყველგან საქმე გვქონდა ვიდეო/ვიზუალურ პროდუქციასთან, რაც გათვლილი იყო ვიდეო ჩვენებებისთვისაც, ათეული წლის წინათაც, როცა მას იღებდნენ ყოველგვარი პანდემიის გარეშე.

კრიზისი შემოქმედებითი და კრიზისი მართვის.

სახელმწიფომ სრული უსუსურობა აჩვენა კულტურის სფეროში, ანუ ის რომ სახელმწიფოს არა აქვს არა მხოლოდ კულტურის პოლიტიკის კონკრეტული სტრატეგია/გეგმა, არამედ არც ადამიანურ-ინტელექტუალური რესურსი გააჩნია; თუნდაც, რომ ისაუბროს კულტურის და მისი პრობლემების შესახებ. ვინმე თუ გაიხსენებს ე.წ. კულტურის სფეროს რომელიმე სახელმწიფო მოხელეს მხრიდან გაკეთებულ განცხადებებს, სამოქმედო აქცენტებს, ან თუნდაც რაიმე გამოსავლის შემოთავაზებას, თუნდაც წუხილს! სრული სიცარიელე და სიჩუმე, რაც კარგად გვიჩვენებს, რომ სულერთია იქნება თუ არა კულტურის სამინისტრო და გვაფიქრებინებს სისტემურ პრობლემაზე და მისი მოდელის გარდაქმნის აუცილებლობაზე, მოქნელი არაპროფესიონალი ჩინოვნიკების დათხოვნაზე.

თეატრის სფეროს გაცილებით გაუმართლა ვიდრე სხვა სფეროებს და მოღვაწეებს ხელოვნებაში. ანუ ხელოვნების სექტორი, რაც იყო ბიუჯეტით სუბსიდირებული გადარჩა ფიზიკურად, მაგრამ სერიოზულად დაზარალდა დამოუკიდებელი სექტორი და მისი წარმომადგენლები ანუ თავისუფალ ბზარზე, სალაროზე დამოკიდებული ე.წ ფრილანსერები...

არ მოხდა მსოფლიო პრაქტიკასთან კოორდინირება, ყველა ქვეყანამ ევრო კავშირში თავის თავზე აიღო პასუხისმგებლობა თავისუფალ ხელოვნებაზე - სოციალურ დახმარებაზე; სახელმწიფო მოდელიდან დაწყებული სპეციალიზირებული პროგრამების და თანხების გამოყოფის სახით.

გვჭირდება თუ არა თვითგვემის გაგრძელება, თუ ისევე როგორც მსოფლიო პრაქტიკა ვიმსჯელოთ პოსტვირუსულ/ეპიდემიურ სიტუაციაზე პრაგმატულად. დავანებოთ თავი იმაზე ვიშვიშს, რა შეიცვლება, ვიფიქროთ იმაზე რაც გვაქვს და რა გვექნება ხვალ. და რა შევცვალეთ თავად - კულტურის სფეროში დასაქმებული ჩინოვნიკების / ბიურიკრატების ჩათვლით, რაში ვუხდით მათ საბიუჯეტო თანხებს და რაში ხარჯავენ გადამხდელთა ფულს კულტურის სფეროში?.

შეიძლება იმ ხარისხის შენარჩუნება, რაც გვქონდა?

შეიძლება იგივე ადამიანები მართავდეს კულტურას? და ა.შ.

იქნებ ამის შეცვლაზე გვეფიქრა და ამაზე გვეთქვა, რომ ამის ასე დატოვება აღარ შეიძლება კორონა ვირუსის შემდეგ, ესენი (ჩინოვნიკები)  და კულტურის ასეთი მართვა უნდა შეიცვალოს და არა იმაზე ვისაუბროთ რა გაქრება და რა დარჩება, მათ შორის თეატრი.

მძიმე აღსაქმელია, მაგრამ მსოფლიო საბაზრო ეკონომიკისთვის სხვა პრიორიტეტებია და ყველაფერი განსხვავებულად გამოიყურება შეიძლება უფრო პრაგმატულია (ცრუ ღირებულებებზე დაყრდნობილი, თუმცა უმრავლეს ქვეყნებში კულტურის შენარჩუნების ბევრი მექანიზმი ამუშავდა) ვიდრე ხელოვნება ან საშემსრულებლო სფერო. ერთად ვსვამთ ადამიანებს თვითმფრინავის სალონებში, პარლამენტებში, ტრანსპორტში, მაგრამ უარს ვამბობთ მათ ერთად დასმაზე კულტურულ სივრცეებში. მთელი ცივილიზაცია მოწოდებული იყო სოციალურ ინტეგრაციაზე და ახლა აუცილებელია სოციალური დისტანცირება. ამიტომაც დღეს თეატრების სწრაფ აღდგენაზე ან პრიორიტეტულობაზე არც არავინ ფიქრობს. აქ არ არის დიდი ბიზნეს ინტერესები, თითოეული თეატრის გადასაწყვეტია, რიგების შემცირება, სოციალური დისტანცირება, თუ ახალი ფორმების დანერგვა. მაგრამ ასეთი რამ იმდენჯერ გვინახავს და იმდენჯერ გაგვიგრძელებია ძველი ტრადიციული ფორმები, რომ უფრო დიდი საფიქრალი იქნება: ისევ ძველებურად გავაგრძელებთ თეატრის მართვას და „ეპიდემიური“ დაბალი ხარისხის ხელოვნების შეთავაზებას.

თუ ჩავუფიქრდებით იმას, რომ ბევრი რამე გვაქვს შესაცვლელი. უკაცრავად, მაგრამ მაყურებელმა უკვე იცის. თუ რა არის თანამედროვე თეატრი დღეს მსოფლიოში, რადგანაც პანდემიურმა მსოფლიომ ვიდეო ჩვენებებით სრული ლუსტრაცია მოახდინა, და თუ აქამდე ადგილობრივი ხელოვანები თავსაც იტყუებდნენ და მაყურებლის მოტყუებასაც ცდილობდნენ ყოველგვარ საღ აზრს მოკლებული და უპერსპექტივო საქმიანობისა.     

 

ახლა ყველაფერი ცხადზე ცხადია.

დროა ვიმუშავოთ შემოქმედებისთვის, ხელოვნების შექმნისთვის იმ ენის ძიებისთვის, რაც შეეცდება ჰარმონიის აღდგენას და ჩვენი საზოგადოების გამოღვიძებას, რათა ძილშივე არ შეხვდეს პოსტ ეპიდემიურ პროცესებს.

 

მარტი-ივნისი 2020

P.S. მართვის კრიზისზე შემდეგ წერილში

No comments:

Post a Comment