თეატრი როგორც
სამყაროს ახსნა
მანიფესტთან მიახლოება....
როდესაც ვახსენებთ თეატრს რას წარმოვიდგენთ ხოლმე?
წარმოვიდგენთ სპექტაკლს, მსახიობებს, ბოჰემას (ეს წარსულია)...
თეატრალურ შენობას, დარბაზს, ლოჟებს, მაყურებელთა რიგებს,
სცენას, ფარდას და ა.შ.
ბოლო ასეული წლების სტეორეოტიპების შედეგია...
თავად თეატრი უძველესი საკრალური მისტერიების გაკიჩების
- გახალხურების, სამოქალაქო მისტერიებად ქცეული ინსტიტუტია.
აღარ გავაგრძელებ, აღარ ვისაუბრებ უფრო ძველი საწყისების
- შამანურ ან სარიტუალო წყაროებზე...
წმინადა მისტერია თავადაა საიდუმლოება - იდუმალთმეტყველების
საფუძველი, შექმნილი სამყაროს საიდუმლოების ასასხნელად და ამ საიდულმლოს შესანახად.
უძველესი მისტერიები (შუმერებიდან, ინდის ცივილიზაციიდან, თუ ეგვიპტიდან
მოყოლებული, ბერძნული დემეტრას - ელევსინების მისტერიების ჩათვლით) სამყაროს საიდუმლოებათა შენახვის და დაცვის საშუალებებს
წარმოადგენდა.
სამყაროზე საუბრისას- ვგულისხმობთ სამყაროს ჩვენს გარშემო,
ჩვენთან ერთად და ჩვენს გარეშეც, კოსმოსს უნივერსალურ გარემოს, რომელსაც ზედროული,
ზესაზღვრული კანონები მართავს- კოსმოსური კანონები;
თეატრის გამოხატვის ფორმა, როგორც საზოგადოდ სახილველი
მისტერიების (რომლის მიღმაც იდგენენ ქურუმები, პოეტები-ღმერთების ენის მცოდნენი) -
ჩემთვის ცალსახაა რომ მთავარი ფუნქცია იყო “‘ცხოვრების“ ჩვენება - ცხოვრების
საიდუმლოებათა ახსნის მაგალითების შექმნა; აქვეა კავშირი პითაგორას ტაძარსა და ამფითეატრს
შორის.
მრავალი საუკუნის შემდეგ - მისტერიების გათეატრებიდან
და შემდეგ სხვადასხვა ფორმით საიდულმო სკოლებში მიმოიფანტა საკრალური მისტერიების
„მიზანსცენები“ (მიზანსცენათა საკრალური გეომეტრია - რიტუალებად ქცეული), ენერგეტიკული
პასები...
სცენაზე მსახიობთა და ნივთთა განლაგება საკრალური შინაარსით
- რიტუალია!
სცენაზე მსახიობთა და ნივთთა განლაგება სამოქალაქო შინაარსით
- მიზანსცენაა!
იდუმალთმეტყველებათა მიმდევართა შორის, ძლიერდება სურვილი
უძველესი საკრალური მისტერიების აღდგენისა - სახილველი რიტუალების „გათეატრალურებით“
(ისინი ხდება საცერემონიალო რიტუალებად)...
თეატრის ძალის აღდგენისთვის ერთის მხრივ საჭიროა ფესვების
მოძებნა...
ფესვების ძებნას ლოგიკურად მივყევართ მის დანიშნულებამდე
ანუ სამყაროს - კოსმოსის კანონების ახსნამდე.
უბრალოდ ამბების - „სამოქალაქო ზღაპრების“ მოყოლა აღარ
ყოფნის მაყურებელს...
თანამედროვე მაყურებელს - „მომხმარებელს“, რომლის აღქმის
სისტება განსაკუთრებულად აჩქარებულია, რადგანაც თანამედროვე ადამიანის აღქმის სისტემა
გახდა ინტერქატიული, მულტიდისციპლინური...
ხშირად მის
მიერ შექნილი სამყარო მის ნამდვილი „მეს“ გარეშეცაა... „მე“-ს ასეთ შემთხვევაში შეიძლება საკმაოდ დილეტანტურად ვუწოდო, რომ წარმოადგენს
გზას აუტიზმისკენაც კი ... ანუ თანამმედროვე ადამიანის მიერ თვითკმარობის სამყაროს
შექმნის მცდელობა - არის თუ არა აუტიზმი?;
შეიძლება აუტიზმი განვიხილოთ როგორც (შეგნებული ან გაუცნობიერებელი)
თავისებური „თავდაცვის“ საშუალება? ხომ არ
ხდება საკუთარი თავის გარშემო დამცავი ბარიერების შექმნა, უარი გარე სამყაროსთან კომუნიკაციაზე,
ურთიერთობის ტრადიციულ ფორმაზე?, მაგრამ რა ვიცით არატრადიციული ფორმების ურთიერთობაზე.
არის თუ არა აუტისტური სპექტრის ადამიანებისთვის საკუთარი
სამყარო გაქცევა - რეალური სამყაროდან? ე.წ.
სიზმრების სამყაროში გადანაცვლება - ხომ არ ვუახლოვდებით - თეატრში არსებულ (მისტერიების
სამყაროდან წამოღებულ კონცეფციებს) პოპულარულ
თეორიას - ცხოვრება სიზმარია და პირიქით...
ხომ არ მივდივართ
უფრო ახლოს მატრიცულ[1]
კონცეფციასთან?
სად დავრჩებით
ჩვენ ობიექტურად, რეალურად - სიზმრების, ზმანებების, ლანდების სამყაროში, თუ რეალურ
ცხოვრებაში? - რასაც მატერიალურ ფიზიკურ სამყაროს
ვეძახით.
როგორ დავუპირისპიროთ ერთმანეთს მატერიალური და ასტრალური
სამყაროები?
უძველესი მისტერიები ხომ ინიციაციებისთვის, ხელმეორედ
დაბადებისთვის, ხელდასხმისთვის, ზმანებათა, სიზმრების სამყაროს შექმნა/იმიტაციას იყენებდნენ,
რათა მისტის ხელთდასხმის დროს ერთი საფეხურიდან შემდეგ საფეხურზე გადაეყვანათ.
საიდუმლო სკოლები და ლოჟები დღემდე იყენებენ ცერემონიალებს
სამყაროთა აღრევისთვის და უძველესი მისტერიების „თეატრალურ სანახაობებად ქცევისთვის.
საიდუმლო სკოლები და ლოჟები ასევე ცდილობენ თავიანთ
„მისტებს“: პროფანებსაც და ხელთდასხმულთ, გადასცენ სამყაროს საიდუმლოებათა გასაღებები.
გასაღებები ბევრია, ცოდნის მისაღებად კი კარებებს ვეღარ
ვპოულობთ (დასავლური „პინოქიოს[2]“ -
საბჭოთა „ბურატინო[3]“
ცოდნის ოქროს გასაღებით ეგზოთერულობის პარადიგმას ქმნიდა...
დახატული „მოჩვენებითი“ ბუხრის /ცეცხლის სტიქიის/ მიღმა,
სადაც ნაპოვნი „ცოდნის“ (როგორც თავისუფლების) კარის გაღებისას - ძაფებს გამობმული
„თოჯინები“ (როგორც ბედისწერას მიბმული ადამიანები) თავისუფლდებოდნენ - თავისუფალი
თეატრის სცენაზე[4]...
საბჭოთა პარადიგმა ცოდნას და თავისუფლებას აიგივებდა
(20-იანი წლების „საბჭოთა ეზოთერიზმი“) და იყო ამაშიც ჭეშმარიტება, თუმცა რევოლუციით
ამ „ხელდასხმულთა“ მთელი თაობა შეეწირა „გრძნეულთა ბრძოლას[5]“ (აქ
შავი და თეთრი მაგია წითელი ტერორით გაბათილდა, სადაც ერთმანეთის გარდა ხალხსაც გაუსწორდა)
და ვეღარ გავიგეთ სად წავიდოდა ამ დახვრეტილი თაობის ეგზოთერიზმი.
დარჩა ერთი მთავარი გრძნეული - სტალინი, რომლის თეატრიც
დაცარიელდა და თავადაც მარტო დარჩა აგებული „მავზოლეუმების“ (საბჭოთა პირამიდების),
და სხვა არქიტექტურული კოლოსების ფონზე... გაანადგურა ჩრდილოეთის რუნებით აღზევებული
გერმანული მისტიციზმი და ჩაანაცვლა ახალგაზრდა საბჭოთა ეზოთერიზმით (რაც უძველესი იდუმალთმეტყველებით
საზრდოობდა, წარმართულიდან მოყოლებული ქრისტიანული მისტიციზმით /ეზოთერული ქრისტიანობა/
დამთავრებული, სასწაულმოქმედი ხატებით, ტამერლანის ნაშთით, ლამაიზმის ექსპლუატაციით
და ა.შ.).
პოლიტიკური თეატრის ამბიციები აეხსნა და გზა ეჩვენებინა
ხალხისთვის კვლავ შეეჯახა საკრალურ და პროფესიულ თეატრს. თუკი ადრე ქრისტიანობა და
სხვა რელიგიებიც თეატრს პირდაპირ „კოცონზე წვავდა“ (დევნიდა მსახიობებს და კრძლავდა
სანახაობებს) ამჯერად უფრო იოლ გზას - ცენზურას, კანონს და აკრძალვებს იყენებდა (როგორც
საბჭოთა სივრცეში ასევე ამერიკაში და სხვაგან, როგორც თეატრთან (და არა მხოლოდ თეატრში
არამედ, მთელს ხელოვნებაშიც) შებრძოლების ახალ ფორმაა.
ყველაფრის მიღმა კვლავ ექსკლუზიური უფლებისთვის ბრძოლა
იყო - აეხსნათ ჩვენთვის სამყარო.
მის მიერ (სტალინის) ბოლო მისტიკური აქტი გახდა ტიბეტის
დაუფლება ჩინეთის ხელით... ეს მის ბოლო ეზოთერულ საიდუმლოდ დარჩა, რომლის წამკითხველიც
აღარავინ აღარ იყო. თითქმის მასთან ერთად (მის გარდაცვალებამდე რამოდენიმე წლით ადრე
გარდაიცვლებიან მეოთხე გზის მასწავლებლები: გურჯიევი და უსპენსკი, ასევე ალისტერ კროული).
პოლიტიკოსთა და გრძნეულთა ეზოთერული თეატრი ხანგრძლივად
დაპაუზდა.
ეზოთერული ძიებები კვლავ თეატრალურ სცენას და თეატრის
თეორეტიკოსებს დაუბრუნდა, სამყაროს ახსნის მცდელობები სპექტალების დრამატულ და პოსტდრამატულ
ენათმეტყველებას და სახეთმეტყველებას შემორჩა.
ლევან ხეთაგური
4.05.2021
[1]
გიორგი გურჯიევის იდეების მიხედვით შექმნილი ფილმი „მატრიცა“ როგორც ამ
იდეებთან დაახლოების ხელმისაწვდომი „გახალხურებული“ ვერსია.
[2]
„პინოქიოს თავგადასავალი“ ავტორი კარლო კოლოდი.
[3]
ალექსეი ტოლსტოის ნაწარმოები „ბურატინოს თავგადასავალი“.
[4]
ამ ამბის ანალიზი უფრო მეტის საშუალებასაც იძლევა, რასაც სხვა სტატიებში
მივუბრუნდებით
[5]
გიორგი გურჯიევის ცნობილი ნაწარმოების სათაური
No comments:
Post a Comment