ამ სახელს და გვარს რომ წაიკითხავთ არ გეგონოთ - მუსიკისმცოდნე გავხდი. მაგრამ ეს ისტორია რამოდენიმე თვეა მიტრიალებს თავში და მწიფდებოდა ქაღალდზე გადასატანად.
ესპანელი -კატალანელი, არაჩვეულებრივი მუსიკოსი და ღირსეული
პიროვნება.
პირველად ჟორდი სავალი ბრიუსელში მოვისმინე ცოცხლად
2009 წელს. ეს იყო როგორც სოლო შესრულება ასევე მისი ცნობილი ინიციატივა აუთენტური
ინსტრუმენტებით შესრულებული ბაროკოს პერიოდის მუსიკის წარმოდგენა (ევროპული ორკესტრი).
საოცრად სიმპატიური, დინჯი, თავდაჯერებული
და თავმდაბალი ადამიანი. იგი ევროკავშირის კულტურის ფორუმის ოფიციალური პროგრამის (http://europa.eu/rapid/press-release_IP-09-1378_en.htm
)ჯერ გამომსვლელი იყო და შემდეგ კი შემსრულებელი.
არ იპრანჭებოდა, თავს ვარსკვლავს და ექსპერტს არ ეძახდა,
არც იმას ყვებოდა როგორ გიჟდებოდნენ მასზე სახელმწიფო ლიდერები, ტელევიზიები და ჟურნალისტები,
არც იმას, თუ როგორ იღებდა არ არსებულ პრემიებს, ჯილდოებს და რეიტინგებს. საუბრობდა
პიროვნებაზე, ევროპაზე, მომავალზე, კულტურაზე და ადამიანის-ხელოვანის ღირსებაზე.
კონცერტით და მისი შესრულებით ძალიან ვისიამოვნე.
შემდეგ ვცდილობდი თვალყური მიმედევნებინა მისი შემოქმედებისთვის
და ყოველთვის აღფრთოვანებით ვუსმენდი მის შესრულებას. ვისმენდი მის მიერ შერჩეულ პროგრამას,
როგორც მკვლევარის ნაშრომს, ძიებას და ახალი ჟღერადობის აღმოჩენას.

იმედი მაქვს სავალის შემოქმედებით თბილისიც მოიხიბლა
ბაროკოს მუსიკალური ფესტივალის დროს.
მეგობრებმა მითხრეს სავალი ჩვენი გმირიაო, მან მადრიდის
კულტურის სამინისტროს სახელმწიფო ჯილდოზე უარი უთხრაო და განაცხადა, რომ სანამ მადრიდი
სწორედ არ მოიქცევა კატალონიის მიმართ მას არანაირი ჯილდო არ ჭირდებოდა მათგან.
შემშურდა...
მას შემდეგ ვფიქრობდი რამდენი ჩემი თანამემამულე მოიქცეოდა
ასე. შეინარჩუნებდა ღირსებას და გააგრძელებდა უნივერსალური ხელოვნების შექმნას ისე,
რომ არ გაყიდულიყო, სულერთია ვიზე.
ლევან ხეთაგური
ლევან ხეთაგური
No comments:
Post a Comment